ლაშქრობა ავრანლოში ( IX კლასი 2014 )


ლაშქრობა ავრანლოში

   2014 წლის 19 მაისს, ორშაბათ დღეს, მე და ჩემმა სადამრიგებლო კლასმა  გადავწყვიტეთ ლაშქრობაზე  წასვლა  რომელიმე მშვენიერ ადგილას. მზიანი დღე იყო  და ოდნავ ნიავი ჰქროდა. 
 გადავწყვიტეთ მეზობელი სოფლის ავრანლოს თავზე ასვლა,  საიდანაც ულამაზესი ბუნების ხედები იშლებოდა,  მაგრამ, როდესაც სოფლის შუაგულს მივაღწიეთ მზე  ჩავიდა და ზეცა მთლიანად შავმა ღრუბელმა დაფარა, უკვე მივხვდით, რომ  წვიმას  აპირებდა, მაგრამ დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან უკვე ძალიან დიდი მანძილი გვქონდა გავლილი და თან სოფლიდან ძალიან მოშორებით ვიმყოფებოდით,   ამიტომ გზა  გავაგრძელეთ და წვიმის დაწყებამდე  ავედით დაგეგმილ ადგილამდე,  გარდა ამისა რამოდენიმე სურათის გადაღებაც მოვასწარით.  ამასობაში წვიმაც დაიწყო, თავი ეკლესიას შევაფარეთ და წვიმის დამთავრებამდე (1 საათი) ვიყავით. შემდეგ წვიმამაც გადაიღო, წამოსვლის ხანს ცოტა მოვილხინეთ და გზადაგზა სურათებიც გადავიღეთ, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მაინც სასიამოვნო დრო გავატარეთ.










































































































































No comments:

Post a Comment